"ალმერია"-"ბარსელონა". ლუის ენრიკე მატჩის წინ

"ალმერია"-"ბარსელონა". ლუის ენრიკე მატჩის წინ

ლუის ენრიკე მიიჩნევს, რომ "ალმერიასთან" მატჩი ადვილი არ იქნება. მიუხედავად იმისა, რომ "ალმერიას", ამ სეზონში, არცერთი საშინაო მატჩი არ მოუგია, "ეს გუნდი უკეთესი გახდა გასულ სეზონთან შედარებით. "ალმერია" დაცვაში ითამაშებეს და შეეცდება ჩვენს კონტრშეტევებზე დაჭერას. ისინი ცხოვრებას გაგვირთულებენ." - აცხადებს ლუის ენრიკე.

ლა ლიგის მატჩის შემდეგ სანაკრებო მატჩები მოდის, რაზეც ლუის ენრიკემ თქვა: "მე ფოკუსირებული ვარ იმ მატჩებზე, რომლებშიც "ბარსას" ფეხბურთელები ითამაშებენ. როდესაც ისინი დაბრუნდებიან, ჩვენ კვლავ შევძლებთ მათ დაკვირვებას." ასტურიელი კმაყოფილია გუნდის ამჟამინდელი ფორმით და თქვა, რომ "რამდენიმე ასპექტში სწრაფად ვუმჯობესდებით, რამდენიმეში - არა."

ჟურნალისტებმა მწვრთნელს ასევე 2 ჩამშლელი ნახევარმცველით შესაძლო სათამაშო სქემაზე ჰკითხეს. თუმცა, ენრიკემ თქვა, რომ მსგავს ვარიანტს არ განიხილავს, მაგრამ ბუსკეტსა და მასკერანოს ნახევარდაცვაში ერთად თამაში შეუძლიათ, რადგან "სერხიოს შეუძლია თამაში უფრო ფართოდ, შედარებით მოწინავე პოზციაზე." რაც შეეხება თავდასხმას, მწვრთნელი მოხარულია, რომ "ნებისმიერ თავდამსხმელს შეუძლია შეტევის ნებისმიერ პოზციაზე თამაში."

"ბარსელონას" თავკაცმა ბარტრაზე, პიკესა და მესიზეც ისაუბრა. მარკზე მწვრთნელმა თქვა, რომ "თოთოეული ფეხბურთელი გვთავაზობს რაღაცას თავისი თვისებების შესაბამისად, ბარტრა კი ბევრს გვაძლევს, როგორც დაცვაში, ისე შეტევაში." ის აღფთოვანებულია ცენტრალური მცველების ფორმით. ბოლოდროინდელ სპეკულაციებზე ასტურიელმა განაცხადა: "მიმდინარე სეზონში მე არ მინახავს არანაირი პრობლემა ჩემი ფეხბურთელების საქმესთან დაკავშირებით."

ლუის ენრიკე კვლავ გაოცებულია ლეო მესის ნიჭით. არგენტნელმა, "აიაქსთან" მატჩში, გაიმეორე რაულის რეკორდი, დღეს კი ტელმო სარას რეკორდის დამხობასა და ლა ლიგის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირად გახდომას შეეცდება: "ვხედავ, რომ მესი სეზონის დასაწყისიდან კარგ ფორმაშია. მასზე მეტს ვერაფერს ვიტყვი."

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 20 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.