აბიდალი "ბარსას" ახალგაზრდულ აკადემიაში იმუშავებს

აბიდალი "ბარსას" ახალგაზრდულ აკადემიაში იმუშავებს

"ბარსელონას" ყოფილი მცველი ერიკ აბიდალი კატალონიურ კლუბში დაბრუნდება და ახალგაზრდული აკადემიის სპორტული დირექტორის პოსტს დაიაკვებს. ამ ინფორმაციას Mundo Deportivo ავრცელებს.

აბიდალმა "ბარსელონა" 2013 წელს დატოვა. ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამჟამად "ოლიმპიაკოსში" მოთამაშე ფეხბურთელი კარიერას იანვარში დაასრულებდა და მუშაობას "ბარსელონაში" დაიწყებდა. აბიდალმა კარიერის დასრულების შესახებ ინფორმაცია მალევე უარყო. ბოლო ცნობებით, მისი "ბარსელონაში" დაბრუნება უკვე გადაწყვეტილია, მაგრამ ჯერჯერობით უცნობია, როდის მოხდება ეს. 35 წლის ფეხბურთელი "ბარსელონაში" მუშაობას მას შემდეგ დაიწყებს, როცა კარიერას თავს დაანებებს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 7 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.