''ბარსას'' ხუთი ფეხბურთელი ესპანეთის ეროვნულ ნაკრებში

''ბარსას'' ხუთი ფეხბურთელი ესპანეთის ეროვნულ ნაკრებში

ესპანეთის ეროვნული ნაკრების თავკაცმა, ვისენტე დელ ბოსკემ ნაკრებში ''ბარსას'' ხუთი ფეხბურთელი გამოიძახა. დღეს, თბილისის დროით  23:45 წუთზე ესპანელები ბელარუსიის  ნაკრებს საკუთარ კედლებში მიიღებენ. პიკე, ბარტრა, ალბა, ბუსკეტსი და პედრო მოხვდნენ დელ ბოსკეს განაცხადში. 

ესპანეთის ეროვნულ ნაკრებს 2 მოგება და ერთი წაგება აქვს ჯგუფში. პიკე, ალბა და ბუსკეტსი გასულ თამაშებში მოხვდნენ გუნდის თერთმეტკაციან შემადგენლობაში. უკრაინას და ესპანეთის ეროვნულ ნაკრებებს ჯგუფში თანაბარი ქულები აქვთ (6-6). C ჯგუფს სათავეში კი სლოვაკეთის ეროვნული ნაკრები უდგას. ბელარუსიის ნაკრები  ჯგუფში მე-5 ადგილზე იმყოფება (1 ქულით). 

ასევე გეტყვით იმასაც, რომ ესპანეთის ეროვნულ ნაკრებს შემდეგი შეხვედრა 18 ნოემბერს უწევს მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 6 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.