ლაპორტა: „ბართომეუ ყოველთვის როსელის მარიონეტი იყო“

ლაპორტა: „ბართომეუ ყოველთვის როსელის მარიონეტი იყო“

"ბარსელონას" ყოფილმა პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ, რომელიც 2016 წელს კლუბის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აპირებს, კიდევ ერთხელ გააკრიტიკა ამჟამინდელი ხელმძღვანელობა.

"ბართომეუ როსელის ხელში ყოველთვის მარიონეტი იყო და შესაძლოა, ეს ჯერ კიდევ გრძელდება. კლუბში ახალი პროექტის დანერგვა მინდა. მსურს, რომ "ბარსელონა" კვლავ გახდეს სამაგალითო მსოფლიო ფეხბურთისთვის. ეს პროექტი უნდა დაეყრდნოს პირნიციპებს, რომლებმაც ადრე წარმატებებამდე მიგვიყვანა. ჩვენ ერთგულნი უნდა ვიყოთ იოჰან კრუიფის სათამაშო ფილოსოფიის და ყურადღება მივქციოთ კლუბის ნიჭიერ ახალგაზრდებს." - აცხადებს ლაპორტა.

არ დაგვავიწყდეს, რომ ლაპორტას მემკვიდრე იყო სანდრო როსელი, რომელმაც კატალონიური კლუბი "ნეიმარის საქმესთან" დაკავშირებული სკანდალის გამო დატოვა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 13 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.