დე ხეა: "ვალდესი ჩემი შემცვლელი არაა"
"მანჩესტერ იუნაიტედის" მეკარემ დავიდ დე ხეამ მცირე კომენტარი გააკეთა გავრცელებულ ჭორებზე, რომელთა თანახმადაც, "ბარსელონას" ექსგოლკიპერმა, შესაძლოა, დავიდი ინგლისურ კლუბში შეცვალოს.
შეგახსენებთ, რომ ვალდესი მუხლის მძიმე ტრავმის შემდეგ გამოჯანმრთელდა. "ბარსას" ყოფილი კიპერი, ამჟამად, თავისუფალი აგენტია და ჯერ არ გაუფორმებია კონტრაქტი "მანჩესტერ იუნაიტედთან".
"ჩემი კონტრაქტი 2016 წელს იწურება, ვალდესთან კი კლუბს ხელშეკრულება არ გაუფორმებია. ის ვარჯიშობს, მაგრამ ჯერ 100 პროცენტით მზად არაა. როდესაც სრულად მოიშუშებს ტრავმას, ის გუნდთან ერთად ივარჯიშებს. ამავდროულად, ვალდესი ზოგჯერ მუშაობს ბურთთან. ვან გაალი კარგად იცნობს მას, რადგან ვიქტორმა "ბარსელონაში" თამაში მისი ხელმძღვანელობით დაიწყო. ჩვენ ყველა დავეხმარებით ვალდესს, რითაც შევძლებთ. ფეხბურთი ზოგჯერ უსამართლოა." - აცხადებს დე ხეა.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ დე ხეამ უარი თქვა "მანჩესტერ იუნაიტედთან" კონტრაქტის გახანგრძლივებაზე.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 7 ]