ბაკერო: "მესის, სუარესისა და ნეიმარის შეთამაშება - დიდი გამოწვევა ლუის ენრიკესთვის"

ბაკერო: "მესის, სუარესისა და ნეიმარის შეთამაშება - დიდი გამოწვევა ლუის ენრიკესთვის"

"ბარსელონას" ყოფილმა ნახევარმცველმა ხოსე მარი ბაკერომ თავისი მოსაზრებები გაგვიზიარა ლუის ენრიკეს მთავარ ამოცანებზე. ბაკეროს თქმით, ერთ-ერთი მათგანია გუნდის თავდამსხმელების, ლიონელ მესის, ლუის სუარესისა და ნეიმარის შეთამაშება.

"მესი - საუკეთესო ფეხბურთელი, რომელიც მე მინახავს. მეტოქეების ტაქტიკებში ვხედავ, რომ, "ბარსელონასთან" მატჩებში, მესიმ უნდა ითამაშოს მოწინააღმდეგის საჯარიმოდან მოშორებით. მესის, სუარესისა და ნეიმარის შეთამაშება - დიდი გამოწვევა ლუის ენრიკესთვის. გარდა ამისა, მან უნდა შეინარჩუნოს მთავარი იდეა, რადგანაც "ბარსელონაში" კომბინაციური ფეხბურთი მოსწონთ." - აცხადებს ბაკერო.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 14 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.