22.11 - ვიქტორინის კითხვები

22.11 - ვიქტორინის კითხვები

წარმოგიდგენთ ნოემბრის თვის ვიქტორინის ფინალური ეტაპის კითხვებს და შეგახსენებთ ვიქტორინის წესებს.

თვის 1, 8 და 15 რიცხვში, 20 საათზე, საიტზე გამოქვეყნდება 10-10 კითხვა. ყოველ კითხვას მინიჭებული აქვს შესაბამისი ქულა. ტურში ყველაზე მეტი ქულის მომგროვებელი მომხმარებელი მონაწილეობას მიიღებს ფინალურ ტურში, რომელიც დაიწყება 22 რიცხვში. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება იმ მომხმარებელს, რომელიც პასუხებს პირველი გამოაგზავნის. ფინალურ ეტაპზე ერთმანეთს 3 ტურში გამარჯვებული 3 მომხმარებელი შეეჯიბრება. ფინალურ ტურში გამარჯვებული მიიღებს Mantis.ge-ს მიერ დაწესებულ პრიზს, "ბარსელონას" მაისურს.

გაითვალისწინეთ: ფინალურ ეტაპზე მონაწილეობენ მხოლოდ წინა 3 ეტაპის გამარჯვებულები: gogla, ZuraSharashenidze და dato29dato.

 

ნოემბრის თვის ფინალური ეტაპის კითხვები:

1. რომელმა გუნდმა გამოაგდო "ბარსელონა" ჩემპიონთა ლიგის 2006/07 წლების გათამაშებიდან?

2. ვინ იყო "ბარსელონას" პრეზიდენტი ყველაზე მეტჯერ?

3. ვინ იყო "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი ყველაზე დიდხანს?

4. რამდენი თამაში ჩაატარა მიგელიმ "ბარსელონას" მაისურით 1973/74 წლების სეზონში, სანამ მას სამხედრო სამსახურში გაიწვევდნენ?

5. რომელი გუნდის წინააღმდეგ შედგა ვიქტორ ვალდესის დებიუტი "ბარსელონას" პირველ გუნდში?

6. "ბარსელონას" რომელმა ფეხბურთელმა მიიღო 2-თვიანი დისკვალიფიკაცია 1990 წელს "რეალთან" გამართულ მატჩში მსაჯისთვის ფეხის დაბიჯების გამო?

7. ყველა ცოტა რამდენ ხანს ეკავა "ბარსელონას" პრეზიდენტს დაკავებული თანამდებობა?

8. "ბარსელონას" რამდენი ფეხბურთელი გააძევეს მოედნიდან 1945/46 წლების ესპანეთის თასზე "სევილიასთან" გამართულ პირველ მატჩში?

9. დაასახელეთ "ბარსელონას" ბოლო ფეხბურთელი ხორდი ალბამდე, რომელმაც "კამპ ნოუზე" ლა ლიგაში გამართულ მატჩში ავტოგოლი გაიტანა.

10. რამდენი დღის დაგვიანებით დაბრუნდა რომარიო ბარსელონაში მსოფლიოს 1994 წლის ჩემპიონატის შემდეგ?

 

პასუხები ადმინისტრატორს უნდა მიწეროთ ამ ბმულის გამოყენებით: http://mail.barcamania.ge/index.php?do=pm&doaction=newpm&user=1

 

გაითვალისწინეთ: ყველა პასუხი უნდა მოაქციოთ ერთ შეტყობინებაში. ცალ-ცალკე გამოგზავნილი პასუხები არ მიიღება. შეტყობინებაში უნდა მიუთითოთ მხოლოდ კითხვის ნომერი და მის გასწვრივ პასუხი. ერთი მომხმარებლისგან შეიძლება პასუხების მხოლოდ ერთხელ გაგზავნა. თუ დაფიქსირდა შემთხვევა, რომ რომელიმე მომხმარებელმა პასუხები 2 ან მეტი ნიკით გააგზავნა, არცერთი პასუხი არ მიიღება.

პასუხების მიღების ბოლო ვადაა 28 ნოემბერი.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.