გიგზმა ჩავის მიულოცა

გიგზმა ჩავის მიულოცა

"მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდარულმა ნახევარმცველა რიან გიგზმა "ბარსელონას" ნახევარმცველს ჩავი ერნანდესს თავისი რეკორდის გამეორება მიულოცა.

შეგახსენებთ, რომ გიგზს ევროტურნირებზე 151 მატჩი აქვს ჩატარებული, ესპანელმა კი ამ სარეკორდო მაჩვენებელს ჩემპიონთა ლიგის მატჩში, აპოელ-თან შეხვედრაში მიაღწია.

"ჩავი მაგონებს მოჭადრაკეს, რომელიც ყოველთვის მიდის წინ 2-3 ნაბიჯით. ის ერთ-ერთი უდიდესი გუნდის ერთ-ერთი დიდებული მოთამაშეა ფეხბურთის ისტორიაში. თავს ყოველთვის იმედგაცრუებულად გრძნობ, როდესაც შენს რეკორდს იმეორებენ. მაგრამ, როდესაც ამას აკეთებს ისეთი ფეხბურთელი, როგორიც ჩავია, ეს დარტყმას არბილებს." - აცხადებს გიგზი.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 11 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.