ვერმალენს ოპერაციას მომავალ კვირაში გაუკეთებენ
"ბარსელონამ" ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ტომას ვერმალენს ქირურგიული ჩარევა სჭირდება. კატალონიური კლუბის "ტვიტერში" გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ფეხბურთელი ფინეთში გაემგზავრა, სადაც მომავალ კვირაში ოპერაციას გაიკეთებს. ასევე ცნობილია, რომ მის გამოჯანმრთელებას 4-5 თვე დასჭირდება.
შეგახსენებთ, რომ ბელგიელ ფეხბურთელს, რომელიც ესპანურ კლუბში ბოლო სატრანსფერო ფანჯრის დროს გადავიდა და მისი დებიუტი კლუბში ჯერ არ შემდგარა, მყესების მძიმე დაზიანება დაუდგინეს.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 15 ]