ლუის ენრიკე: „არ ვსაუბრობ ფეხბურთელებზე, რომლებიც „ბარსაში“ არ თამაშობენ“

ლუის ენრიკე: „არ ვსაუბრობ ფეხბურთელებზე, რომლებიც „ბარსაში“ არ თამაშობენ“

"ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი ლუის ენრიკე აღიარებს, რომ კატალონიური გრანდი მარკო ასენსიოთი ჯერ კიდევ კლუბში მის მოსვლამდე ინტერესდებოდა.

"ჩვეულებისამებრ, არ ვსაუბრობ ფეხბურთელებზე, რომლებიც ჩვენს კლუბში არ თამაშობენ. მარკოს ბევრი ვარიანტი აქვს. "ბარსელონა" მისით ჯერ კიდევ ჩემს მოსვლამდეა დაინტერესებული. ეს ნამდვილად ასეა. ჩვენ ვისაუბრებთ მასზე, როდესაც ის "ბარსელონას" ფეხბურთელი გახდება." - აცხადებს ლუის ენრიკე.

აქვე დავძენთ, რომ 18 წლის ფეხბურთელმა, ესპანეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში, 13 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 3 გოლი და გააკეთა 2 შედეგიანი გადაცემა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.