01.12 - ვიქტორინის კითხვები
წარმოგიდგენთ დეკემბრის თვის ვიქტორინის პირველი ეტაპის კითხვებს.
- ვინ იყო "ბარსელონას" 15 ნომერი მარკ ბარტრამდე?
- რამდენჯერ გავიდა ჩავი ერნანდესი "ოქროს ბურთისთვის" ბრძოლაში მე-3 ადგილზე?
- რომელ ქვეყანაში დაიბადა "ბარსელონას" ყოფილი ფეხბურთელი ჰანს კრანკლი?
- რომელმა გუნდმა გამოაგდო "ბარსელონა" თასების მფლობელთა თასის 1982/83 წლების გათამაშებიდან?
- რამდენი წითელი ბარათი აქვს მიღებული ლიონელ მესის "ბარსელონას" პირველ გუნდში გამართულ მატჩებში?
- "ბარსელონას" რომელმა ფეხბურთელმა მოახერხა პირველად ესპანეთის ჩემპიონატის 15 სხვადასხვა გათამაშებაში გოლის გატანა?
- რამდენი გოლი გაუშვა "ბარსელონამ" თერთმეტმეტრიანი დარტყმიდან ლა ლიგის 2012/13 წლების გათამაშებაში?
- რომელი წლიდან არის ხერარდ პიკე "ბარსელონას" ოფიციალური ფანკლუბის წევრი?
- ფეხბურთის გარდა რომელი სპორტის გულშემატკივარია სერხი სამპერი?
- რომელ წელს მოიგო "ბარსელონამ" ალიკანტეს თასი?
პასუხების გამოგზავნამდე ყურადღებით გაეცანით ვიქტორინის წესებს.
პასუხები ადმინისტრატორს უნდა მიწეროთ ამ ბმულის გამოყენებით: http://mail.barcamania.ge/index.php?do=pm&doaction=newpm&user=1
პასუხების გამოგზავნის ბოლო ვადაა 7 დეკემბერი.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]