ბარტრა: "ბარსელონაში" თამაში რთულია, მაგრამ დუგლასი ყველაფერს აკეთებს"

ბარტრა: "ბარსელონაში" თამაში რთულია, მაგრამ დუგლასი ყველაფერს აკეთებს"

"ბარსელონას" მცველი მარკ ბარტრას განცხადებით, დუგლასი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ლუის ენრიკეს მოლოდინები გაამართლოს.

"ევროპულ გუნდში ადაპტაციის გავლა ძალიან რთულია. "ბარსელონაში" თამაში ადვილი არაა. დუგლასი ყოველთვის თავდაუზოგავად ვარჯიშობს, ცდილობს გუნდში ინტეგრირებას. მთავარია, რომ მან განაგრძოს პროგრესი და თავს კარგად გრძონბდეს." - აცხადებს ბარტრა.

შეგახსენებთ, რომ დუგლასი ესპანურმა გუნდმა, გასულ ზაფხულში, "სან პაულუდან" შეიძინა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 6 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.