დანი ალვესმა შესაძლოა "ბარსელონასთან" კონტრაქტი გაახანგრძლივოს
კატალონიის "ბარსელონას" ხელმძღვანელობამ შესაძლოა, კლუბის ვეტერან ბრაზილიელ მცველთან, დანიელ ალვესთან საკონტრაქტო ხელშეკრულება გაახანგრძლივოს. იტყობინება, ესპანური პრესა.
დიდი ალბათობით, "ლურჯ-ბროწეულისფრები" იანვარში კლუბიდან მარტინ მონტოიას გაუშვებენ, თუმცა ახალი ფეხბურთელის შეძენას ფიფას მიერ დაკისრებული სატრანსფერო სანქციის გამო ვერ მოახერხებენ.
31 წლის ალვესს სურს ორწლიანი ხელშეკრულება მიიღოს, კლუბი კი თანახმაა ფეხბურთელთან მოკლევადიანი ხელშეკრულება გააფორმოს. შეგახსენებთ, რომ ბრაზილიელი "ბარსელონას" ღირსებას 2008 წლიდან იცავს.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
1 2
კომენტარები [ 39 ]