მანჩესტერელები რაკიტიჩისთვის იბრძოლებენ

მანჩესტერელები რაკიტიჩისთვის იბრძოლებენ

ინგლისური Daily Express-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "მანჩესტერ იუნაიტედმა" და "მანჩესტერ სიტიმ" თვალი "ბარსელონას" ხორვატ ნახევარმცველს, ივან რაკიტიჩს დაადგეს.

წყაროს ცნობით, "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი ლუი ვან გაალი რაკიტიჩს იმ შემთხვევისთვის განიხილავს, თუ მისი გუნდი "რომას" ნახევარმცველის, კევინ სტროოტმანის დამატებას ვერ მოახერხებს.

"მანჩესტერ სიტის" მთავარი მწვრთნელი მანუელ პელეგრინი კი რაკიტიჩით ფრენკ ლემპარდის შეცვლას გეგმავს, რომელსაც არენდის ხელშეკრულება უმთავრდება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 17 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.