აბიდალის 10 საუკეთესო მომენტი "ბარსაში"

აბიდალის 10 საუკეთესო მომენტი "ბარსაში"

ერიკ აბიდალმა "ბარსელონაში" 6 ემოციური წელიწადი გაატარა და მოიგო ბევრი ტიტული: 2 ჩემპიონთა ლიგა, 4 ესპანეთის ჩემპიონატი, 2 მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი, 2 ესპანეთის თასი, 3 ესპანეთის სუპერთასი და 2 UEFA-ს სუპერთასი. ფრანგმა მცველმა კატალონიური კლუბი წელიწად-ნახევრის წინ დატოვა. დღეს მან ბუცების ლურსმნებზე ჩამოკიდება გადაწყვიტა და სავარაუდოდ, "ბარსაში" აკადემიის სპორტულ დირექტორად დაბრუნდება. წარმოგიდგენთ აბიდალის 10 საუკეთესო მომენტს "ბარსაში":

1. პრეზენტაციის დღე

აბიდალის პრეზენტაცია "ბარსელონაში" 2007 წლის 29 ივნისს გაიმართა. ის კატალონიურ კლუბში "ლიონიდან" 14 მილიონ ევროდ გადავიდა.

2. 6 ტიტული

2009 წელს აბიდალი 6 ტიტულის მფლობელი გახდა. 5 წლის წინ, სწორედ ამ დღეს, 19 დეკემბერს, კლუბმა მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი მოიგო, რომელიც მე-6 აღმოჩნდა აღნიშნულ სეზონში.

3. პირველი გოლი "ბარსაში"

აბიდალმა "ბარსაში" თავისი პირველი გოლი კლუბში გადასვლიდან 3 წლინახევრის შემდეგ გაიტანა. ეს მოხდა 2011 წლის იანვარში, "ატლეტიკ ბილბაოს" წინააღმდეგ, კოპა დელ რეის მატჩში.

[media=http://www.youtube.com/watch?v=xoXFH3InFyE]

4. გოლი მადრიდის "რეალთან"

2011/12 სეზონში აბიდალმა მადრიდის "რეალის" წინააღმდეგ გოლი გაიტანა, რომლის წყალობითაც "ბარსამ", კოპა დელ რეის 1/4 ფინალში, "სანტიაგო ბერნაბეუზე", გამარჯვება მოიპოვა.

[media=http://www.youtube.com/watch?v=aQ_TWx-O7A4]

5. დაბრუნება ოპერაციის შემდეგ

სიმსივნესა და ღვიძლის გადანერგვის გამო 2-თვიანი უქმობის შემდეგ აბიდალი მადრიდის "რეალის" წინააღმდეგ მატჩში დაბრუნდა. ფრანგმა მოედანზე პუიოლი ჩაანაცვლა.

6. უემბლის ჩემპიონთა ლიგა

მცველმა ჩემპიონთა ლიგის საფინალო მატჩი, რომელშიც "ბარსამ" "მანჩესტერ იუნაიტედი" 3-1 დაამარცხა, ძირითად შემადგენლობაში დაიწყო. კარლეს პუიოლმა მატჩის ბოლოს კაპიტნის სამკლაური აბიდალს გადააბარა, რის შედეგადაც მან თასი აღმართა.

[media=http://www.youtube.com/watch?v=76espBF_tLM]

7. გამოჯანმრთელება

ფრანგი, აღდგენით ეტაპზე, "ბარსას" ექიმთან, ემილი რიკარტთან ერთად, 6 თვე, სიმსივნის რეციდივის გამო, აღდგენით სამუშაოებს მთებში ასრულებდა.

[media=http://www.youtube.com/watch?v=7wrORl6XY_4]

8. ყველაზე ამაღელვებელი დაბრუნება

2013 წლის 6 აპრილს აბიდალი 13-თვიანი უთამაშებლობის შემდეგ კვლავ მოედანს დაუბრუნდა. მცველი მოედანზე ხერარდ პიკეს ნაცვლად შევიდა და "კამპ ნოუს" აპლოდისმენტები დაიმსახურა. მატჩის ბოლოს მის მაისურზე შემდეგ წარწერა იყო გაკეთებული: "მადლობა, ჩემო ბიძაშვილო", რადგან სწორედ მისი ბიძაშვილი იყო დონორი.

[media=http://www.youtube.com/watch?v=v3vA8Xj_Xx8]

9. ტიტო ვილანოვას ლა ლიგა

2012/13 სეზონში "ბარსელონა" ტიტო ვილანოვას ხელმძღვანელობით 100-ქულიანი მაჩვენებლით ესპანეთის ჩემპიონი გახდა. პუიოლმა კაპიტნის სამკლაური კვლავ აბიდალ უბოძა.

10. "კამპ ნოუს" გამომშვიდობება

2013 წლის 1 ივნისს "ბარსას" გულშემატკივრები "კამპ ნოუზე", "მალაგასთან" მატჩის შემდეგ, შეიძლება ითქვას, აბიდალს გამოემშვიდობნენ.

[media=http://www.youtube.com/watch?v=eljql1A_PSs]

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 21 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.