ადამა, შესაძლოა, არენდით წავიდეს

ადამა, შესაძლოა, არენდით წავიდეს

"ბარსელონას" 18 წლის თავდამსხმელით, ადამა ტრაროეთი ესპანეთის, ინგლისის, გერმანიისა და ჰოლანდიის რამდენიმე კლუბია დაინტერესებული.

ამჟამად, ადამა "ბარსელონა ბ"-ს ლიდერად ითვლება, თუმცა, უახლოეს მომავალში, მას პირველ გუნდში მოხვედრის მცირე შანსები აქვს. ამ ეტაპზე, "ბარსას" თავდამსხმელები ლიონელ მესი, ლუის სუარესი, ნეიმარი და პედრო არიან. გარდა ამისა, თადარიგში იმყოფებიან მუნირ ელ ჰადადი და სანდრო რამირესი, რომელთაც, შესაძლოა, განათხოვრებული ჟერარ დეულოფეუ დაემატოს.

როგორც Mundo Deportivo იტყობინება, ივარაუდება, რომ ადამა "ბარსელონა ბ"-ში ივნისამდე დარჩება, ზაფხულში კი არენდით წავა. თავად ფეხბურთელი ლა ლიგაში დარჩენისა და პრემიერ ლიგის ვარიანტებს განიხილავს, თუმცა მის დათმობას არ აპირებენ გერმანული კლუბებიც.

სეგუნდა დივიზიონის მიმდინარე სეზონში ადამამ 15 მატჩში 2 გოლი გაიტანა და გააკეთა 8 შედეგიანი გადაცემა. სამშაბათს მან "უესკასთან" შეხვედრაში პირველი გუნდის შემადგენლობაში ითამაშა და გოლიც გაიტანა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 22 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.