ნეიმარი განაცხადს დაუბრუნდა

ნეიმარი განაცხადს დაუბრუნდა

ლუის ენრიკემ 2014 წლის ბოლო მატჩის 18-კაციანი განაცხადი დაასახელა. განაცხადში დაბრუნდა ნეიმარი, რომელმაც, კოჭის ტრავმის გამო, "ხეტაფესა" და "უესკასთან" მატჩები გამოტოვა. თუმცა, შეხვედრას გამოტოვებს დანი ალვესი, რომელიც კვლავ აღდგენით ეტაპს გადის. გარდა ალვესისა, დღევანდელ შეხვედრაში მონაწილეობას ვერ მიიღებენ ვერმალენი, მასიპი, დუგლასი, ბარტრა და სერხი რობერტო.

"ბარსას" განაცხადი "კორდობას" წინააღმდეგ: ტერ შტეგენი, ბრავო, მონტოია, პიკე, რაკიტიჩი, ბუსკეტსი, ჩავი, პედრო, ინიესტა, სუარესი, მესი, ნეიმარი, რაფინია, მასკერანო, ალბა, ადრიანო, მატიე, მუნირი.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 15 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.