ნოიერი: "რონალდუ და მესი - მსოფლიო ბრენდები არიან"

ნოიერი: "რონალდუ და მესი - მსოფლიო ბრენდები არიან"

მიუნხენის "ბაიერნისა" და გერმანიის ეროვნული ნაკრების მეკარემ, მანუელ ნოიერმა განაცხადა, რომ არც თუ ისე დიდი შანსები აქვს "ოქროს ბურთის" მოგებაში.

"ვამაყობ იმით, რომ "ოქროს ბურთისთვის" ბრძოლაში მთავარ პრეტენდენტებს შორის ვარ, მაგრამ დანარჩენი ორი პრეტენდენტი, კრიშტიანუ რონალდუ და ლიონელ მესი - მსოფლიოს ნამდვილი ბრენდები არიან. ვფიქრობ, რომ მათ უპირატესობა ექნებათ." - განაცხადა, ნოიერმა. 

შეგახსენებთ, რომ "ოქროს ბურთის" დაჯილდოვება 2015 წლის 12 იანვარს გაიმართება. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 28 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.