მონტოიას აგენტი: "იუვენტუსი"? კომენტარის გარეშე"

მონტოიას აგენტი: "იუვენტუსი"? კომენტარის გარეშე"

მარტინ მონტოიას აგენტი ხუან დე დიოს კარასკო მისი კლიენტის "იუვენტუსთან" შეთანხმების თაობაზე კომენტარს არ აკეთებს და აცხადებს, რომ მონტოიას, ჯერჯერობით, არცერთ კლუბთან მოლაპარაკებები არ გაუმართავს.

"მონტოია იანვარში გუნდს დატოვებს. აქცენტი დიდ კლუბში გადასვლაზე გვაქვს გაკეთებული. უახლოეს დღეებში ინგლისიდან, გერმანიიდან და იტალიიდან სიახლეებს ველით.

ამ ეტაპზე, არცერთ კლუბთან არ გვისაუბრია. მარტინი "იუვენტუსში" ლიორენტესა და მორატას შეუერთდება? კომენტარის გარეშე." - აცხადებს კარასკო.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 12 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.