მესის, თერთმეტმეტრიანის გარეშე, ყველაზე მეტი გააქვს

მესის, თერთმეტმეტრიანის გარეშე, ყველაზე მეტი გააქვს

საფეხბურთო 2014 წელი უკვე შეგვიძლია დასრულებულად ჩავთვალოთ, რაც გასული წლის შედეგების შეჯამების საშუალებას იძლევა.

2014 წელი "ბარსელონასთვის" წარმატებული ნამდვილად არ გამოდგა. ბოლო 5 წლის განმავლობაში პირველად მოხდა, რომ კატალონიურმა კლუბმა, კალენდარული წლის განმავლობაში, ტიტული ვერ მოიგო. გასული წელი თითქოს უფერული იყო გუნდის ლიდერისთვის, ლიონელ მესისთვისაც, მაგრამ სტატისტიკა საპირისპიროს მეტყველებს.

ევროპის წამყვან 5 ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელებს შორის, 2014 წლის განმავლობაში, მესიმ ყველაზე მეტი გოლი გაიტანა თერთმეტმეტრიანი დარტყმის გარეშე. არგეტინელი ვარსკვლავის ანგარიშზე 51 უპენალტო გოლია. შემდეგ მოდის კრიშტიანუ რონალდუ (48), რომელსაც მისივე თანაგუნდელი ქარიმ ბენზემა მოსდევს (34). მეოთხე-მეხუთე ადგილებს, 32-32 უპენალტო გოლით, ნეიმარი და ალექსის სანჩესი იყოფენ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 37 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.