2014 წლის ყველაზე პოპულარული ნიუსები
"ბარსელონას" ოფიციალურ საიტზე 2014 წლის შეჯამება დაიწყო. ერთ-ერთი მასალა გვთავაზობს საიტზე წლის განმავლობაში განთავსებული ყველა პოპულარული სიახლეების ათეულს.
მე-10 ადგილზე გავიდა ვიდეო, რომელშიც "ბარსელონას" ფეხბურთელები შაკირას კლიპში ჩანან. ლინკი
მე-9 ადგილი დაიკავა მასალამ, რომელშიც აღწერილია, თუ როგორ ტესტავენ "ბარსელონას" ფეხბურთელები FIFA 2015-ის ვიდეოთმაშს. ლინკი
მე-8 ადგილზე "ბარსელონას" ახალი საშინაო ფორმის წარდგენა გავიდა. ლინკი
მე-7 ადგილი დაიკავა ვიდეომ, რომელშიც ჩანს, თუ როგორ ახდენენ ტექნიკის დემონსტრირებას მესი და ნეიმარი აუდის პრეზენტაციაზე. ლინკი
მე-6 ადგილზე სამწუხარო ამბავი გავიდა. "ბარსელონას" ოფიციალური საიტის მასალა ტიტო ვილანოვას ხსოვნას ეძღვნება. ლინკი
მე-5 ადგილი დაიკავა მასალამ, რომელიც "ბარსას" 4 ახალწვეულს - მარკ ანდრე ტერ შტეგენს, ჟერარ დეულოფეუს, რაფინია ალკანტარასა და ივან რაკიტიჩს ეძღვნება. ლინკი
მე-4 პოზიცია ტერ შტეგენის გუნდში მოსვლისა და ხოსე მანუელ პინტოს წასვლისადმი მიძღვნილმა მასალამ დაიკავა. ლინკი
მე-3 ადგილზე ვიქტორ ვალდესის გამოსამშვიდობებელი სიტყვა გავიდა. ლინკი
მე-2 პოზიცია "ბარსელონას" გასვლითი ფორმის პრეზენტაციამ დაიკავა. ლინკი
წლის ყველაზე პოპულარული მასალა კი იყო ნიუსი, რომელიც გულშემატკივრებს ლუის სუარესის "ბარსელონაში" გადმოსვლის შესახებ ამცნობდა. ლინკი
მომდევნო ათეული ასეა შედგენილი:
11. 2013/14 წლების საუკეთესო გოლები
12. 10 რამ, რაც მარკ ანდრე ტერ შტეგენზე უნდა ვიცოდეთ
13. ივან რაკიტიჩი "ბარსელონას" ფეხბურთელია
14. სესკ ფაბრეგასი "ჩელსიში" გადავიდა
15. მესის, ეტოოსა და მუნირის გოლები უეფას ისტორიაში საუკეთესო გოლის ნომინაციაზე არიან წარდგენილნი
16. ნაპოლი-ბარსელონა - თამაშის მიმოხილვა
17. ნეიმარის ტრანსფერის დეტალები
18. სად უნდა ვუყუროთ "ელ კლასიკოს"
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 9 ]