2014 წელი 7 წუთში
"ბარსელონას" ოფიციალური ვებგვერდი გვთავაზობს ვიდეოს, რომელშიც 2014 წლის ყველაზე გამორჩეული მომენტებია შესული. მათ შორის არის ლეო მესის მორიგი რეკორდები, ჩავის მე-700 თამაში, ვალდესის წასვლა და პუიოლის პენსიაზე გასვლა. ახალი სტადიონის პროექტს მწვანე შუქი აუნთეს, ხოლო ქალთა და სხვა სპორტის სახეობების გუნდებმა ტიტულები მოიგეს. 2014 წელი ტრაგიკულობითაც გამოირჩეოდა. გარდაიცვალა კლუბის ყოფილი მწვრთნელი ტიტო ვილანოვა. ყველაფერი ეს 7-წუთიან ვიდეოშია თავმოყრილი.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 8 ]