"ბარსელონამ" საკალათბურთო "კლასიკო" 76:68 მოიგო

"ბარსელონამ" საკალათბურთო "კლასიკო" 76:68 მოიგო

"ბარსელონას" საკალათბურთო გუნდმა 2014 წლის ბოლო მატჩში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. ხავიერ პასკუალის გუნდის მეტოქე მადრიდის "რეალი" იყო, რომელიც კატალონიაში ანგარიშით 68:76 დამარცხდა.

შეხვედრის საწყის წუთებში მასპინძლებს უჭირდათ, მაგრამ პირველი მეოთხედის ბოლოს მათ ინიციატივა ხელში იგდეს და "ბარსას" მატჩის სადავეები თამაშის ბოლომდე აღარ გაუშვია.

"ბარსელონას" რიგებში დებიუტი ჰქონდა ახალწვეულ ედვინ ჯექსონს, რომელმაც გუნდს 8 ქულა მოუტანა.

მე-3 მეოთხედის ბოლოს "ბარსა" 58:55 იგებდა, ხოლო ბოლო მეოთხედის დასაწყისში მასპინძელთა 8:0 გაქცევამ ცხადი გახადა, რომ მასპინძლები გამარჯვებას ხელიდან არ გაუშვებდნენ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 10 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.