22.12 - ვიქტორინის შედეგები

22.12 - ვიქტორინის შედეგები

გამოვლინდა დეკემბრის თვის ვიქტორინის გამარჯვებული. ქულების მაქსიმუმი დააგროვა Writer-მა, რომელმაც Mantis.ge-ს მიერ დაწესებული პრიზი "ბარსელონას" მაისური მოიგო.

 

დეკემბრის თვის ფინალური ტურის კითხვების პასუხები:

  1. ვინ იყო "ბარსელონას" პირველი პრეზიდენტი? - ვალტერ ვილდი
  2. ვინ იყო "ბარსელონას" 21 ნომერი ადრიანომდე? - დმიტრო ჩიგრინსკი
  3. რამდენი წითელი ბარათი მიიღეს "ბარსელონას" ფეხბურთელებმა ესპანეთის თასის 2013/14 წლების გათამაშებაში? – 0
  4. "ბარსელონას" რომელ მწვრთნელს დასჭირდა ლა ლიგაში 100 თამაშის მოსაგებად მხოლოდ 132 მატჩის გამართვა? - პეპ გვარდიოლა
  5. "ბარსელონას" რომელმა ფეხბურთელმა მიიღო კანარის კუნძულების ოქროს მედალი 2010 წელს? - პედრო როდრიგესი
  6. ვისი სახელობისაა "ბარსელონას" მუზეუმი? - ხოსეპ ლუის ნუნიესი
  7. დაასახელეთ 2 ფეხბურთელი, რომლებმაც ბოლო 40 წლის განმავლობაში, "ბარსელონას" მაისურით, ესპანეთის ჩემპიონატში 100-ზე მეტი გოლი გაიტანეს - მესი, ეტოო
  8. რომელმა ფეხბურთელმა გაიტანა "ბარსელონასთვის" უსწრაფესი გოლი ესპანეთის ჩემპიონატის 2012/13 წლების გათამაშებაში? - ხორდი ალბა
  9. რა ფერის იყო "ბარსელონას" გასვლითი ფორმის შორტები 1913-1976 წლებში? - ლურჯი
  10. "ბარსელონას" რომელი ყოფილი ფეხბურთელი და მწვრთნელი დაიღუპა მარიანო მარტინესის საპატივცემულოდ გამართული თამაშის დროს სტადიონზე გულის შეტევით? - რამონ გუზმანი

 

Writer - 55 ქულა

Hovik - 36 ქულა

bavaria - დისკვალიფიკაცია

 

აქვე გაცნობებთ, რომ mantis.ge-სთან თანამშრომლობის გაწყვეტის გამო, ვიქტორინა დროებით შეჩერდება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.