სპორტულმა არბიტრაჟმა "ბარსელონას" საჩივარი არ დააკმაყოფილა

სპორტულმა არბიტრაჟმა "ბარსელონას" საჩივარი არ დააკმაყოფილა

სპორტულმა საარბიტრაჟო სასამართლომ "ბარსელონას" საჩივარი არ დააკმაყოფილა, რაც იმას ნიშნავს, რომ FIFA-ს გადაწყვეტილება ძალაში დარჩა და "ბარსელონას" ფეხბურთელების ყიდვა-გაყიდვა მომდევნო 2 სატრანსფერო ფანჯრის დროს აკრძალული ექნება.

სპორტულ არბიტრაჟს განცხადება ოფიციალურად ჯერ არ გაუკეთებია, მაგრამ ორგანიზაციის ოფიციალურ საიტზე გაპარული შეცდომის წყალობით, პრესრელიზის ხილვა უკვე შესაძლებელია. ამ გადაწყვეტილებაში ვკითხულობთ, რომ "ბარსელონას", საჩივრის დაკმაყოფილებაზე, უარი ეთქვა და FIFA-ს სანქცია ძალაში რჩება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ კატალონიურ კლუბს ტრანსფერების განხორციელება 2016 წლის იანვრამდე აკრძალული აქვს. ამის მიზეზი ისაა, რომ "ბარსა", გასულ წლებში, არასრლწლოვან ფეხბურთელებს FIFA-ს წესების დარღვევით იმატებდა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 46 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.