ბარტრა: "მარჯვენა მცველად თამაში? რატომაც არა"

ბარტრა: "მარჯვენა მცველად თამაში? რატომაც არა"

"ბარსელონას" 23 წლის ფეხბურთელი მარკ ბარტრა მისი მარჯვენა მცველად შესაძლო დაყენების საკითხს ეხმაურება და აცხადებს, რომ ამის წინააღმდეგი არაა.

შეგახსენებთ, რომ ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ბარსელონა" დანი ალვესის გაშვებას და მარჯვენა მცველად მარტინ მონტოიასა და მარკ ბარტრას თამაშს აპირებს.

"მარჯვენა მცველად თამაში? "ბარსა ბ"-ში ყოფნის დროს, ლუის ენრიკემ ამ პოზიციაზე რამდენჯერმე მათამაშა და თავს კომფორტულად ვგრძნობდი.

პირველ გუნდში გატარებული პირველი 2 წლის განმავლობაში გამიჭირდა, მაგრამ მთავარია არ დანებდე, თანაგუნდელებს მოუსმინო და მათგან ისწავლო.

მატიესა და ვერმალენის დამატების მიუხედავად მოედანზე მაინც ხშირად ვჩნდები? კარგია, როდესაც მწვრთნელი გენდობა და რაც უფრო მეტი კონკურენციაა, უკეთესია.

ხშირი როტაცია? მიმაჩნია, რომ ეს კარგია. ეს უკეთესია, ვიდრე გამუდმებით 12-13 ფეხბურთელი რომ თამაშობდეს."

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 20 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.