ტერ შტეგენი: "ბარსელონაში" გულის კარნახით მოვედი"

ტერ შტეგენი: "ბარსელონაში" გულის კარნახით მოვედი"

"ბარსელონას" ახალგაზრდა გერმანელი კარის დარაჯის, მარკ-ანდრე ტერ შტეგენის თქმით, ის კატალონიურ კლუბში იმისთვის მივიდა, რომ პირველი მეკარე გახდეს.

"ბარსელონაში" ყოფნა შესანიშნავია, მაგრამ არცთუ კარგ სიტუაციაში ვარ. მოვიტყუები თუ ვიტყვი, რომ არ მაღელვებს შემადგენლობაში მოვხვდები თუ სათადარიგოთა სკამზე.

მინდა პირველი მეკარე ვიყო და დარწმუნებული ვარ, რომ თუ თავდაუზოგავად შრომას განვაგრძობ, ამას მივაღწევ. შემიძლია შევეცადო დავამტკიცო, რომ საუკეთესო ვარ. ვიბრძოლებ ადგილი დავიმკვიდრო "ბარსელონაში", სადაც გულის კარნახით მოვედი." - აცხადებს 22 წლის მეკარე, რომელსაც მოედანზე მხოლოდ ჩემპიონთა ლიგისა და ესპანეთის თასის თამაშებში ვხედავთ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 26 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.