ჩავის "ატლეტიკოსთან" თამაში საეჭვოა

ჩავის "ატლეტიკოსთან" თამაში საეჭვოა

"ბარსელონას" კაპიტანი ჩავი ერნანდესი ტრავმირებულია და ესპანეთის ჩემპიონატის მომდევნო ტურში მადრიდის "ატლეტიკოს" წინააღმდეგ მისი თამაში კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ამ ინფორმაციას კატალონიური კლუბის ოფიციალური საიტი ავრცელებს.

კლუბის ექიმების თქმით, 34 წლის ნახევარმცველს მარცხენა ფეხის კუნთი აქვს დაჭიმული. "ელჩესთან" დღეს გასამართ მატჩში მისი მოედანზე ხილვა გამორიცხულია. ასევე საეჭვოა მისი მადრიდის "ატლეტიკოს" წინააღმდეგ თამაშიც.

"ელჩესთან" მატჩის განაცხადში ჩავი ანდრეს ინიესტამ შეცვალა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 23 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.