თენ კატე: "მესი თავის საუკეთესო ფეხბურთს ვეღარასდროს ითამაშებს"

თენ კატე: "მესი თავის საუკეთესო ფეხბურთს ვეღარასდროს ითამაშებს"

"ბარსელონას" ყოფილი მთავარი მწვრთნელის, ფრანკ რაიკარდის თანაშემწე ჰენკ თენ კატე მიიჩნევს, რომ ლეო მესი თავის საუკეთესო ფეხბურთს ვეღარასდროს ითამაშებს და მას გუნდის გამოცვლა მართებს.

"რამდენადაც მე ვიცი, პრობლემები 2 წლის წინ დაიწყო. მესი "ბარსელონაში" მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო რჩება, რომ მან ტიტო ვილანოვას, სიკვიდილის წინ, ამის პირობა მისცა.

მიმაჩნია, რომ ტრანსფერი ყველასთვის გამოსავალი იქნება. ლიონელი "ბარსელონაში" ძალიან დიდი ხანია თამაშობს და მას ახალი გამოწვევა ჭირდება.

ვცდილობ, ლეოს მხარი დავუჭირო. მან ხომ უმაღლეს დონეზე 10 წელი ითამაშა. თუმცა, არა მგონია, მან თავის საუკეთესო ფორმას კიდევ ოდესმე მიაღწიოს. არაერთი დიდი ფეხბურთელი უმაღლეს დონეზე მხოლოდ 7-8 სეზონს ატარებს.

სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო სეზონში მესის თამაში მისთვის ჩვეული დონის არ იყო. თუმცა, სტატისტიკა მაინც შესანიშნავია."

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 25 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.