მესიმ ხმა საბელიას, გვარდიოლასა და... მოურინიოს მისცა
არგენტინის ეროვნული ნაკრების კაპიტანსა და "ბარსელონას" ლიდერს, ლიონელ მესის, ხმის მიცემა მხოლოდ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელისთვის არ უწევდა. მან, როგორც ნაკრების კაპიტანმა, თავისი არჩევანი მწვრთნელებს შორისაც გააკეთა.
გასაკვირი არ ყოფილა, რომ ლეომ პირველ ადგილზე არგენტინის ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი ალეხანდრო საბელია დააყენა, რომელმაც გუნდი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გაიყვანა. მე-2 ადგილზე მესის კიდევ ერთი ყოფილი მწვრთნელი, "ბარსელონას" ლეგენდა და "ბაიერნის" ამჟამინდელი დამრიგებელი პეპ გვარდიოლა გავიდა. გასაკვირი კი ისაა, რომ ლეო მესიმ მე-3 ადგილი ლონდონის "ჩელსის" მწვრთნელს, ჟოზე მოურინიოს მიანიჭა. ამაში გასაკვირი ისაა, რომ მესისა და მოურინიოს ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა არასდროს ჰქონიათ და გარდა ამისა, გასულ წელს, პორტუგალიელმა მწვრთნელმა ვერც წარმატებებს მიაღწია.
აქვე შეგიძლიათ ნახოთ ფაილი, სადაც ნაჩვენებია, თუ ვინ რომელ მწვრთნელს მისცა ხმა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 81 ]