ბოიანი: "მესის უფლება აქვს გადაწყვიტოს, როდის ითამაშოს და როდის არა"
"ბარსელონას" ყოფილი და "სტოკ სიტის" ამჟამინდელი თავდამსხმელი ბოიან კრკიჩი მიიჩნევს, რომ კატალონიელთა არგენტინელმა ვარსკვლავმა, ლეო მესიმ დაიმსახურა თავად გადაწყვიტოს, როდის ითამაშოს და როდის არა.
"მესი ის ადამიანია, რომელმაც კლუბს ბევრი რამ მისცა. როდესაც "ბარსელონაში" ვთამაშობდი, ლეოს მსგავსი პრობლემები არ ჰქონია. ის კონფლიქტური ადამიანი არაა. არა მგონია, ის მას შემდეგ შეცვლილიყოს. საქმე ისაა, რომ ყველა ფეხბურთელს სურს თავს საჭირო მოთამაშედ გრძნობდეს. ეს მას ძალას მატებს.
მესი კვლავ მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. ამიტომ, მას უფლება აქვს თვად გადაწყვიტოს, როდის ითამაშებს და როდის არა. ლეო გუნდის ლიდერი არა მხოლოდ მოედანზე, არამედ მის მიღმაცაა."
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 10 ]