კაპელო: "მესი რონალდუზე ნიჭიერია და "ბარსას" მისი გაყიდვის უფლება არ აქვს"

კაპელო: "მესი რონალდუზე ნიჭიერია და "ბარსას" მისი გაყიდვის უფლება არ აქვს"

ცნობილი იტალიელი სპეციალისტი ფაბიო კაპელო ლეო მესისა და კრიშტიანუ რონალდუს ერთმანეთს ადარებს. კაპელო მიიჩნევს, რომ არგენტინელი პორტუგალიელზე ნიჭიერია.

"შეუძლია თუ არა რონალდუს მესიზე მეტი "ოქროს ბურთის" მოგება? ეს ძალიან საინტერესო დაპირისპირებაა.

მესი უფრო ნიჭიერია, ვიდრე რონალდუ. თუმცა, მას, კლუბში, გარკვეული სირთულეები აქვს და ეს პრობლემას ქმნის.

კრიშტიანუ სტაბილური და ფსიქოლოგიურად ძლიერი ფეხბურთელია. მას სურს მსოფლიოში საუკეთესო გახდეს და ის შესანიშნავ გუნდში თამაშობს. ყველა თანაგუნდელი მის დახმარებას ცდილობს, ხოლო ის, თავის მხრივ, ცდილობს გუნდს დაეხმაროს. თანაგუნდელების პატივისცემა და ვარჯიშებზე თავდაუზოგავად შრომა ძალიან მნიშვნელოვანია.

რაც შეეხება მესის - "ბარსელონამ" ის არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაყიდოს. როგორ შეიძლება მესის გაყიდვა?

მისი თამაში გასულ უქმეებზე ვნახე. მან მატჩი არცთუ კარგად დაიწყო და აშკარა იყო, რომ თავისი გამოსვლით კმაყოფილი არ იყო. თუმცა, მოგვიანებით, მან უცებ გაიღვიძა და ბრწყინვალე სანახაობა შემოგვთავაზა.

"ბარსელონას" ასეთი ფეხბურთელის გაყიდვის უფლება უბრალოდ არ აქვს." - აცხადებს კაპელო, რომელიც მესის დიდ მომავალს ჯერ კიდევ მაშინ უწინასწარმეტყველებდა, როდესაც არგენტინელის შესახებ ცოტა რამ თუ იყო ცნობილი.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 16 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.