აგენტი: "ალვესი დარჩენისთვისაც მზადაა და წასვლისთვისაც"

აგენტი: "ალვესი დარჩენისთვისაც მზადაა და წასვლისთვისაც"

"ბარსელონას" მარჯვენა მცველი დანი ალვესი კარიერის კატალონიურ კლუბში გაგრძელებაზე თანახმაა. ამ ინფორმაციას ბრაზილიელი ფეხბურთელის აგენტი ავრცელებს.

31 წლის ფეხბურთელს კლუბთან კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლომდე აკავშირებს და გავრცელებული ინფორმაციით, კატალონიელები ხელშეკრულების გახანგრძლივებას არ აპირებენ.

"დანი, ამ მომენტისთვის, "ბარსელონაში" დარჩენაზე ან კლუბის დატოვებაზე არ ფიქრობს. ის ორივე ვარიანტისთვის მზადაა. შექმნილ ვითარებაში არანაირ როლს არ თამაშობს ის ფაქტორი, რომ "ბარსელონას" ფეხბურთელების ყიდვა 2016 წლის იანვრამდე აქვს აკრძალული. გადაწყვეტილება კლუბმა უნდა მიიღოს. თუ ალვესს სხვა კლუბებისგან წინადადებები ექნება, ის მათ განიხილავს."

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 31 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.