აგენტი: "მონტოიას წასვლა ისევ უნდა"

აგენტი: "მონტოიას წასვლა ისევ უნდა"

მატინ მონტოიას აგენტის, ხუან დიოს კარასკოს თქმით, მის კლიენტს "ბარსელონადან" წასვლის სურვილი კვლავ აქვს.

ბოლო დღეებში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კატალონიური კლუბი მარჯვენა მცველის იანვარში გაშვებას არ გეგმავს. თავად ფეხბურთელს, სათამაშო დროის გაჩენის შემდეგ, "ბარსას" დატოვება იმდენად აღარ სურს, როგორც ადრე.

"რა თქმა უნდა, უმჯობესია მოედანზე იყო, ვიდრე სათადარიგოთა შორის ან ტრიბუნებზე. მონტოიას "ბარსელონადან" წასვლა კვლავ სურს. ველით, როდის დაინიშნება ახალი სპორტული დირექტორი, რომ მას შევხვდეთ და საუკეთესო გამოსავალი მოვძებნოთ."

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 14 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.