ბართომეუ: "მესი მსოფლიოში საუკეთესოა"

ბართომეუ: "მესი მსოფლიოში საუკეთესოა"

"ბარსელონას" პრეზიდენტი ხოსეპ მარია ბართომეუ აცხადებს, რომ გუნდის თავდამსხმელი ლიონელ მესი უფრო ძლიერია, ვიდრე ყველა სხვა ფეხბურთელი, მიუხედავად იმისა, რომ არგენტინელი ვარსკვლავი წლის საუკეთესო ფეხბურთელად არ დასახელებულა.

"მესი კმაყოფილია და ის კარგ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში იმყოფება. მას ამ წელს ყველა ტიტულის მოგების სურვილი აქვს. ლეო მსოფლიოში საუკეთესოა, მიუხედავად იმისა, რომ მას "ოქროს ბურთი" არ მიუღია. მესი ამბიციურია და სურს გამარჯვება. არგენტინელი შესანიშნავ სეზონს ატარებს. ის ლიდერია და იგი ამ სტატუსის შესაბამისად თამაშობს. მესი კიდევ დიდხანს ითამაშებს "ბარსელონაში". ჩვენ მისი გაყიდვის შესაძლებლობას არ განვიხილავთ."

ბართომეუმ ლუის ენრიკეზეც ისაუბრა: "ლუის ენრიკე - იდეალური სპეციალისტი "ბარსელონასთვის". ჩვენს კლუბში ის დიდხანს იმუშავებს."

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 18 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.