ლუის ენრიკე: "სიტუაცია იძაბებოდა და ნეიმარი მოედნიდან გავიყვანე"

ლუის ენრიკე: "სიტუაცია იძაბებოდა და ნეიმარი მოედნიდან გავიყვანე"

"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ იმ მიზეზებზე ისაუბრა, რომელთა გამოც მან, "ატლეტიკოსთან" მატჩის დროს, ნეიმარის შეცვლა გადაწყვიტა.

"ნეიმარს, მნიშვნელოვანი თამაშების წინ, ყოველთვის საბრძოლო განწყობა აქვს. ის გუნდისთვის ბევრს აკეთებს როგორც შეტევაში, ასევე დაცვაში. დღეს მას ბრწყინვალე მატჩი ჰქონდა.

ვიცი, რამ გამოიწვია გაბის გაძევება, მაგრამ ზუსტად არ ვიცი, რა მოხდა შესვენების დროს.

მოედნის რთულ საფართან გამკლავება მოვახერხეთ. ისეთ მოედნებზე თამაშის სპეციალისტებად ვიქეცით, რომლებზეც ბურთს მოძრაობა უჭირს.

შევატყვე, რომ სიტუაცია იძაბებოდა და ნეიმარი მოედნიდან გავიყვანე. პროფესიონალებმა სულელური შეცდომები არ უნდა დაუშვან."

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 24 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.