ბართომეუ: "ტერ შტეგენმა ძალიან კარაგად ითამაშა"

ბართომეუ: "ტერ შტეგენმა ძალიან კარაგად ითამაშა"

"ბარსელონას" პრეზიდენტი ხოსეპ მარია ბართომეუ მადრიდის "ატლეტიკოსთან" მატჩის შემდეგ კომენტარს აკეთებს და გუნდის კარის დარაჯ მარკ-ანდრე ტერ შტეგენს აქებს.

"ატლეტიკო" სახიფათოდ გვიტევდა, ტერ შტეგენმა კი ძალიან კარგად ითამაშა. მან რთული დარტყმები მოიგერია. ჩვენ ძალიან ძლიერ მეკარეზე ვსაუბრობთ," - აცხადებს ბართომეუ.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთის ჩემპიონატის მატჩებში "ბარსელონას" კარს კლაუდიო ბრავო იცავს. ტერ შტეგენმა უკვე განაცხადა, რომ იგი მხოლოდ ჩემპიონთა ლიგისა და ესპანეთის თასზე თამაშით დაკმაყოფილებას არ აპირებს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 19 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.