პიკესა და შაკირას მეორე ვაჟი შეეძინათ

პიკესა და შაკირას მეორე ვაჟი შეეძინათ

"ბარსელონას" ცენტრალურ მცველს, ხერარდ პიკეს და ცნობილ კოლუმბიელ მომღერალს, შაკირას მეორე ვაჟი შეეძინათ, რომელსაც საშა დაარქვეს.

შაკირამ გუშინ ღამით, ადგილობრივი დროით 22 საათზე იმშობიარა. ისიც და ახალშობილიც თავს კარგად გრძნობენ.

შეგახსენებთ, რომ პიკესა და შაკირას პირველი ვაჟი 2 წლის წინ შეეძინათ და მას მილანი დაარქვეს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 29 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.