ბუსკეტსი კონტრაქტს 2019 წლამდე გაახანგრძლივებს
"ბარსელონას" ნახევარმცველი სერხიო ბუსკეტსი კატალონიურ კლუბთან კონტრაქტის 2019 წლამდე გახანგრძლივებასთან ძალიან ახლოსაა. ამ ინფორმაციას Marca ავრცელებს.
ესპანეთის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი წელიწადში დაახლოებით 10 მილიონ ევროს მიიღებს, მისი გამოსასყიდი თანხა კი 200 მილიონი ევრო იქნება. გარდა ამისა, ბუსკეტსის კონტრაქტში ახალი კომერციული პუნქტები შევა.
სერხიომ ბუსკეტსმა მიმდინარე სეზონში ესპანეთის ჩემპიონატის 19 მატჩში მიიღო მონაწილეობა, გაიტანა ერთი გოლი და გააკეთა ერთი საგოლე გადაცემა. ის ძირითად შემადგენლობაში მოედანზე 18-ჯერ გავიდა.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 10 ]