მესიმ რივალდოს გადაასწრო
"ბარსელონას" ვარსკვლავმა, ლიონელ მესიმ, ესპანეთის ჩემპიონატის 22-ე ტურის შეხვედრაში, "ატლეტიკ ბილბაოსთან" მატჩში, ანგარიში საჯარიმო დარტყმით გახსნა. ლა ლიგის მატჩებში არგენტინელისთვის ეს მე-12 გოლი აღმოჩნდა, რომელიც მან საჯარიმო დარტყმით გაიტანა.
ამდენად, ლეომ, ამ მაჩვენებლით, უკან ჩამოიტოვა "ბარსას" ლეგენდარული თავდამსხმელი რივალდო. მესის მსგავსად, 12 წარმატებული ჯარიმა აქვს შესრულებული 2 ფეხბურთელს, დუდასა და ასუნსაოს.
ბოლო 20 წელიწადში მხოლოდ 3-მა ფეხბურთელმა გაიტანა არგენტინელ თავდამსხმელზე მეტი გოლი საჯარიმო დარტყმით. ესენი არიან: კრიშტიანუ რონალდუ, რონალდინიო (ორივე - 15) და რობერტო კარლოსი (16).
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
1 2 3
კომენტარები [ 44 ]