"ბარსელონა" ვარჯიშს დაუბრუნდა
დღეს, "ბარსელონას" პირველმა გუნდმა "ვილიარეალთან" შეხვედრის შემდეგ პირველი სავარჯიშო სესია გამართა. იმ ფეხბურთელებმა, რომლებიც ესპანეთის თასის 1/2-ფინალის პირველ მატჩში ძირითადში იმყოფებოდნენ, აღდგენითი სამუშაოები შეასრულეს. რაც შეეხებათ პიკესა და ინიესტას, მათ ინდივიდუალურად ივარჯიშეს.
დუგლასმა, რომელსაც 19 იანვრის შემდეგ არ უვარჯიშია, დღევანდელ ვარჯიშში მონაწილეობა მიიღო. პირველ გუნდთან ერთად იმუშავა "ბარსა ბ"-ს ფეხბურთელმა მუნირმა.
ფეხბურთელები ხვალ დაისვენებენ, მომდევნო სავარჯიშო სესიას კი შაბათს გამართავენ.
[media=http://www.youtube.com/watch?v=flvYaLScCys]
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
1 2
კომენტარები [ 24 ]