ლუის ენრიკე: "მესი სხვა გალაქტიკიდანაა"
"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ, "ლევანტესთან" მატჩის წინ გამართული პრეს-კონფერენციის დროს, ლიონელ მესი შეაქო. ასტურიელის თქმით, მესი სხვა გალაქტიკიდანაა.
"ჩვენ მსოფლიოში საუკეთესო თავდამსხმელები გვყვავს. ჩვენზე უკეთესი თავდამსხმა სხვა არცერთ გუნდს ჰყავს.
მესი სხვა გალაქტიკიდანაა არა მხოლოდ ბევრი გოლის, არამედ საგოლე გადაცემების, გუნდური და ინდივიდუალური ჯილდოების გამოც.
ახლა ფეხბურთი ბევრად უფრო რთულია, რაც მესის თამაშს უფრო შთამბეჭდავს ხდის. როდესაც ჩემი ეპოქის მატჩს ვუყურებ, ვფიქრობ, რა ნელი ტემპით თამაშობენ.
რომელიმე ფეხბურთელის დასვენებაზე არ ვფიქრობ. კვლავ მადრიდის "რეალის" უკან ვიმყოფებით და ქულები გვჭირდება.
მიზანი ჩემპიონატის მოგებაა, ამისათვის კი უნდა ვიბრძოლოთ, როგორც გასულ სეზონში. ბოლომდე მზად უნდა ვიყოთ," - განცხადა ლუის ენრიკემ.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 62 ]