"ბარსამ" 2008 წლის შემდეგ ზედიზედ 11 მატჩი პირველად მოიგო
"ბარსელონამ", "ლევანტესთან" გამარჯვების წყალობით, თავისი მოგებათა სერია 11 მატჩამდე გაზარდა. ამდენად, "ლურჯ-ბროწეულისფერებმა" ზედიზედ 11 შეხვედრა 2008 წლის შემდეგ პირველად მოიგეს, როდესაც კატალონიურმა გრანდმა ასეთი შედეგი, პეპ გვარდიოლას ხელმძღვანელობით, 16 სექტემბრიდან 1 ნოემბრამდე დააფიქსირა.
"ბარსელონამ", ლუის ენრიკეს მეთაურობით, ახალ 11-მატჩიან მოგებათა სერიაში შემდეგი გუნდები დაამარცხეს: "ელჩე" (5-0), "ატლეტიკო" (3-1), "ელჩე" (0-4), "დეპორტივო" (0-4), "ატლეტიკო" (1-0), "ელჩე" (0-6), "ატლეტიკო" (2-3), "ვილიარეალი" (3-2), "ატლეტიკი" (2-5), "ვილიარეალი" (3-1), "ლევანტე" (5-0).
"ბარსელონამ" ზედიზედ ყველაზე მეტი თამაში 2005/06 სეზონში მოიგო, როდესაც 22 ოქტომბრიდან 22 იანვრამდე კატალონიელებმა, ფრანკ რაიკარდის ხელმძღვანელობით, ზედიზედ 18 შეხვედრაში მოიპოვეს გამარჯვება. ამ რეკორდის მოსახსნელად "ლურჯ-ბროწეულისფერებმა" შემდეგი უახლოესი 8 მატჩი უნდა მოიგონ: "ბარსელონა" - "მალაგა", "სიტი" - "ბარსელონა", "გრანადა" - "ბარსელონა", "ვილიარეალი" - "ბარსელონა", "ბარსელონა" - "რაიო ვალიეკანო", "ეიბარი" - "ბარსელონა", "ბარსელონა" - "სიტი", "ბარსელონა" - "რეალი".
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 35 ]