კაპელო: "არ მეგონა, რომ ნეიმარი ამ დონეზე ითამაშებდა"
რუსეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ფაბიო კაპელომ განაცხადა, რომ აღფრთოვანებულია კატალონიის "ბარსელონას" ბრაზილიელი ვარსკვლავის, ნეიმარის გამოსვლით მიმდინარე სეზონში.
"მე არ მეგონა, რომ ნეიმარს ამ დონეზე დავინახავდი. ის ექსტრაორდინალურ თამაშს აჩვენებს. გუნდიც საკმაოდ კარგად თამაშობს. თუ სეზონის სტარტში გუნდი ინდივიდუალური ქმედებების ნაკლებობას განიცდიდა, უკვე გუნდური თამაშის დემონსტრირებას ახდენს. ყველა ფეხბურთელმა გააუმჯობესა საკუთარი თამაში." - განაცხადა, კაპელომ.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში ნეიმარმა ლა ლიგაში 20 შეხვედრა ჩაატარა და მეტოქის კარი 17-ჯერ აიღო.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
1 2
კომენტარები [ 33 ]