მესი: "ახალგაზრდა აღარ ვარ "

მესი: "ახალგაზრდა აღარ ვარ "

კატალონიის "ბარსელონას" არგენტინელმა ვარსკვლავმა, ლიონელ მესიმ პრესასთან ინტერვიუში საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა. 27 წლის მესი აცხადებს, რომ ის აღარ არის ახალგაზრდა და უკვე პრობლემები აქვს ასაკთან. იტყობინება, AS.

"მე უკვე 27 წლის ვარ, დროთა განმავლობაში უკვე ყველაფერი იცვლება და სხვაგვარად ხდება, ვიდრე იმ დროში, როდესაც გაცილებით ახალგაზრდა ვიყავი. მე განვაგრძობ ზრდას, ორგანიზმი კი აღარ არის ახალგაზრდა. ადრე მე შემეძლო გამეკეთებინა პრაქტიკულად ყველაფერი და ეს ჩემს სხეულზე არც ასახულიყო. ახლა კი ვცდილობ სულ იმაზე ვიზრუნო, რომ მივიღო საკმარისი დასვენება. როდესაც ასაკი გემატება უფრო დაკვირვებული უნდა იყო. ბოლო პერიოდში ხშირად ვფიქრობ ჩემს ასაკზე და სათანადოდ ვცხოვრობ. განვლილი წლებიდან ბევრი რამ ვისწავლე, თუმცა ბევრი რამ დღეს აღარ მაქვს, რაც ადრე მქონდა” - განაცხადა, არგენტინელმა. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 65 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.