მანჩესტერში 21 ფეხბურთელი გაემგზავრება

მანჩესტერში 21 ფეხბურთელი გაემგზავრება

ლუის ენრიკეს გუნდი ხვალ მანჩესტერში გაემგზავრება, რათა ჩემპიონთა ლიგის მორიგი შეხვედრა გამართოს. "სითი" "ბარსელონას" თბილისის დროით 23:45 საათზე უმასპინძლებს. ლუის ენრიკემ დღეს იმ ფეხბურთელთა ვინაობა გაამხილა, რომლებიც მანჩესტერში გაემგზავრებიან და რომელთაც შესაძლებლობა ექნებათ "სითის" წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში მიიღონ მონაწილეობა. 

სრული სია შემდეგნაირად გამოიყურება: ტერ შტეგენი, ბრავო, მასიპი, მონტოია, პიკე, რაკიტიჩი, სერხიო, ჩავი, პედრო, ინიესტა, სუარესი, მესი, ნეიმარი, რაფინია, მასკერანო, ბარტრა, ჟორდი ალბა, სერხი რობერტო, ადრიანო, ალვესი, მატიე.

ორშაბათი (ბარსელონას დროით)

10:00 მანჩესტერში გამგზავრება 

18:00 ლუის ენრიკესა და ხერარდ პიკეს პრესკონფერენცია 

19:00 სავარჯიშო სესია "ეტიჰადზე"

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 40 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.