ბართომეუმ ბოლო დროს გავრცელებულ ჭორებზე ისაუბრა

ბართომეუმ ბოლო დროს გავრცელებულ ჭორებზე ისაუბრა

კატალონიის "ბარსელონას" პრეზიდენტმა, ხოსეპ მარია ბართომეუმ უარყო გავრცელებული ჭორი იმის თაობაზე, რომ თითქოს კლუბის არგენტინელი ვარსკვლავი, ლიონელ მესი ხელმძღვანელობას "მანჩესტერ სიტის" თავდამსხმლის, სერხიო აგუეროს შეძენას სთხოვდა. 

"მესის არასოდეს უთხოვია ჩემთვის სერხიო აგუეროს შეძენა. ლუის ენრიკეს თაობაზე გავრცელებული ინფორმაციებიც - ჟურნალისტების გამოგონილია. ლეოს არასოდეს მოუთხოვია მისი თანამდებობიდან განთავისუფლება, არც ჩემთვის და არც ხელმძღვანელობის წარმომადგენლებისთვის. დიახ, მართალია, რომ მათ კონფლიქტი ჰქონდათ. როდესაც გუნდში ახალი სახეები ჩნდებიან ხშირად ხდება ხოლმე უთანხმოება, მაგრამ ეს ყველაფერი წარსულია და ამჟამად მათი ურთიერთობა მხოლოდ უმჯობესდება." - განაცხადა, ბართომეუმ. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 45 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.