"სითი" - "ბარსელონა": საინტერესო ფაქტები

"სითი" - "ბარსელონა": საინტერესო ფაქტები

წარმოგიდგენთ "სითი" - "ბარსელონას" შეხვედრაში დაფიქრსირებულ საინტერესო ფაქტებს:

  • "ბარსელონაში" გადმოსვლის შემდეგ ლუის სუარესმა პირველად შეასრულა დუბლი.
  • ურუგვაელ ფეხბურთელს ჩემპიონთა ლიგაზე მიმდინარე სეზონზე 4 გოლი აქვს გატანილი. ამ მაჩვენებლით მას გუნდში მხოლოდ ლეო მესი უსწრებს 8 გოლით. ურუგვაელმა გოლების გატანა "აპოელისა" და "პსჟს" წინააღმდეგ მოახერხა. 
  • ლუის სუარესი შესაძლოა ინგლისელი მეკარის ღამის კოშმარად მივიჩნიოთ. სუარესმა ჰარტის კარში დუბლი მეორედ შეასრულა. პირველად, მან მსოფლიო ჩემპიონატზე, ურიგვაი - ინგლისის შეხვედრის დროს აიღო ჯოს კარი ორჯერ.
  • მიუხედავად იმისა, რომ სუარესი ინგლისში სამ-ნახევარი წლის განმავლობაში თამაშობდა, გუშინდელი ბურთი მის მიერ "ეტიჰადზე" გატანილი პირველი გოლი იყო.  
  • გუშინდელი შეხვედრა, კატალონიელთა მიერ, ჩემპიონთა ლიგაზე ზედიზედ მოგებული მეხუთე მატჩი გახლდათ.
  • "ბარსელონა" მთელი თამაშის განამვლობაში დომინირებდა, ბურთის ფლობის პროცენტული მაჩვენებელი კი 62% იყო კატალონიელთა სასარგებლოდ.
  • გუშინდელ შეხვედრაში, კატალონიელთაგან ყველაზე მეტი 99 გადაცემა ანდრეს ინიესტას დაუგროვდა. გადაცემების სიზუსტით კი ლეო მესი გამოირჩეოდა (90% ზუსტი).
  • საუეკთესო შედეგი აჩვენა ხერარდ პიკემ, მან მეტოქეს ბურთი 14-ჯერ აართვა. 
  • საფეხბურთო შესაძლებლობებით მარკ-ანდრე ტერ შტეგენმაც გამოიჩინა თავი. ამ უკანასკნელმა 15 გადაცემა გააკეთა, 100%-იანი სიზუსტით. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 36 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.