"სიტი" სუარესში 100 მილიონს იხდის

"სიტი" სუარესში 100 მილიონს იხდის

ინგლისური Daily Mail-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "მანჩესტერ სიტი" მზადაა "ბარსელონას" ურუგვაელ თავდამსხმელში, ლუის სუარესში დიდი ფული გადაიხადოს.

თუ ბრიტანელ ჟურნალისტებს დავუჯერებთ, "ქალაქელები" "ბარსელონას", სუარესის სანაცვლოდ, 100 მილიონ ფუნტს, ან ფეხბურთელის სერხიო აგუეროში გაცვლას შესთავაზებენ.

ლუის სუარესი "ბარსელონაში" გასულ ზაფხულში, დაახლოებით 88 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა. კატალონიური გუნდის მაისურით მან 24 თამაში ჩაატარა, 10 გოლი გაიტანა (აქედან 2 სწორედ "სიტის" კარში) და 13 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 47 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.