სერხიო ბუსკეტსის პრესკონფერენცია

სერხიო ბუსკეტსის პრესკონფერენცია

სერხიო ბუსკეტსმა ახლახანს გაახანგრძლივა გუნდთან კონტრაქტი. მან დღეს მოკლედ მიმოიხილა გუნდში არსებული მდგომარეობა, ისაუბრა მის ამჟამინდელ ფორმასა და სხვა ფეხბურთელებზე.

"მართალია "ვილიარეალთან გასამართ შეხვედრაში გარკვეულ უპირატესობას ვფლობთ, თუმცა მიანც მგონია, რომ რთული შეხვედრა გველის. აშკარაა, რომ "ვილიარეალი" სათამაშო სტილს შეცვლის."

"ვილიარეალი" შესანიშნავი გუნდია, მათ ყველა ფეხბურთელი უდიდეს პატივისცემას იმსახურებს."

"ძალიან მსურს დავინახო, თუ როგორ ითამაშებენ სხვა გუნდები ისეთ მოედანზე როგორიც ჩვენ გრანადაში დაგვხვდა, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი ამ ეტაპზე ის არის, რომ ჩვენ სამი ქულის მოპოვება შევძელით."

"გრანადასთან" გამარჯვებას ჩვენთვის უდიდესი მნიშვლებოა ჰქონდა. ჩვენ უნდა ვისარგებლოთ იმით, რომ ჩემპიონატის ლიდერმა ქულები დაკარგა."

"ისინი 4 ქულით გვისწრებდნენ, თუმცა ახლა მათი უპირატესობა ორ ქულამდე დავიდა. ახლა ყველაფერ ჩვენს ხელთაა."

"კლასიკომდე" ჯერ კიდევ ორი შეხვედრაა დარჩენილი. ვერ გეტყვით ჩემპიონატში გადამწყვეტი მატჩი "კლასიკო" აღმოჩნდება თუ არა."

ფეხბურთელმა საკუთარ ფორმაზეც გაამახვილა ყურადღება: "ყოველ წელს ვცდილობ უკეთ ვიასპარეზო. ძირითადად ჩემი პოზიცია ჩამშლელი ნახევარმცველია, თუმცა ის თუ რომელ პოზიციაზე ვითამაშებ აბსოლუტურად მწვრთნელის გადასაწყვეტია."

ბუსკეტსმა ბრავოზეც ისაუბრა: "ის ლა ლიგაში უკვე დიდი ხანია ასპარეზობს, ასევე დიდი ხანია ნაკრების მოთამაშეა. ის ძალიან მშვიდი, გამოცდილი და ლიდერის თვისებებით დაჯილდოვებული მოთამაშეა და ამას ყველა ამჩნევს."

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 8 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.